წარმომადგენლობითი და მომსახურეობის ხარჯები შემცირებულია – სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

0
495

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სადაც ნათვამია, რომ 2018-2019 წლებში წარმომადგენლობით ხარჯებზე ყველაზე დიდი ოდენობით თანხა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა, ინფორმაციას უწყებაში ეხმაურებიან. ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საავტომობილო მომსახურეობის ხარჯები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2018 წელთან შედარებით განახევრდა. თუ 2018 წელს ეს ხარჯი იყო 55 787, 2019 წელს შეადგინა 26 818 ლარი. რაც შეეხება წარმომადგენლობით ხარჯებს 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ამ მიმართულებით სამჯერ ნაკლები დაიხარჯა და ნაცვლად 16 ათასი ლარისა შეადგინა 6749 ლარი. რაც შეეხება ხელფასების ნაწილს, აქ ზრდა არის 40 ათასი ლარით და განპირობებიულია არა ხელფასების მატებით, არამედ იმით რომ თუ ადრე სახელმწიფო რწმუნებულს ყავდა 2 მოადგილე და იყო ვაკანტური თანამდებობები ამჯერად ვაკანტური ადგილები შეივსო. რაც შეეხება საწვავს, მისი მცირეოდენი ზრდა არის განპირობებული მოსახლეობასთან გაზრდილი კომუნიკაციით, იცით თქვენ რომ რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში რწმუნებული და მისი მოადგილეები ინტენსიურ შეხვედრებს მართავენ არსებული პრობლემების შესწავლის და მოგვარებისთვის, ასევე უკვე ავღნიშნეთ რომ შეივსო ვაკანტური ადგილები“ – აცახდებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

წინა სტატია2018-2019 წლებში ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ დახარჯა
შემდეგი სტატიაკუ და მეგრელი ქალები: ,,კუა კუა, ვაუნჭუა” – იჩქარე ნელა! Festina lente!
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური