მთავარისიახლეებიპოლიტიკასახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციულმა ხარჯებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 10 797 168...

სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციულმა ხარჯებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 10 797 168 ლარი შეადგინა – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგები

Published on

სახელმწიფო რწმუნებულების ცხრა ადმინისტრაციამ ორ წელში ხელფასებში, პრემიებში, ჯილდოებსა და სხვა მიმართულებით 10 797 168 ლარი დახარჯეს. მონაცემებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

გასული ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 8,2 მლნ ლარზე მეტი ანაზღაურებაზე დაიხარჯა. ეს მონაცემი 2016-2017 წლებთან შედარებით 1,4 მლნ ლარით მეტია.

ამავე პერიოდში 505 ათას ლიტრზე მეტ საწვავში 1,1 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 81 ავტომობილის შეკეთება-დიაგნოსტიკაზე ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯა.

სხვა ხარჯები:

  • ტელეკომუნიკაცია – 123 ათას ლარზე მეტი;
  • წარმომადგენლობითი ხარჯი (კვება, რესტორანი და ა.შ.) – 86 ათას ლარზე მეტი.

2019 წელს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრაციაში გაცემული ხელფასი, დანამატი, პრემია ჯამში შეადგენს 61, 705 ლარს ( 2018 წელს ეს მაჩვენებელი იყო 568, 279 ლარი)

ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული 11 ავტომობილის შეკეთებაზე/ დიაგნოსტიკაზე გაწეულმა ხარჯებმა 2019 წელს შეადგინა 26, 818  ლარი ( 2018 წელს – 55, 787 ლარი)

2019 წელს: გახარჯულია 46, 538 ლიტრი საწვავი , რომლის საერთო ღირებულება 101, 881 ლარს შეადგენს ( 2018 წელს დაიხარჯა 40, 522 ლიტრი, ღირებულებით 88, 208)

სატელეფონო კომუნიკაციაზე გახარჯული თანხა 4, 604 ლარს შეადგენს, 2018 წელს ( 4,085ლარი)

მივლინებებზე – 2019 წელს დაიხარჯა 10, 142 ლარი ( 2018 წელს 10, 142 )

წარმომადენლობით მომსახურებაზე (რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტები, ალკოჰოლური სასამელები და ა.შ) – 2019 წელს დაიხარჯა 6, 743;  2018 წელს – 15, 993 ლარი

სიახლეები

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...