მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ,,ბუტაფორიულ'' პრეზიდენტს - ,,მომავალ კოალიციურ მთავრობასა და პარლამენტს...

ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა ,,ბუტაფორიულ” პრეზიდენტს – ,,მომავალ კოალიციურ მთავრობასა და პარლამენტს მოუწევთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობა”

Published on

დარწმუნებული ვარ, როდესაც იქნება ახალი კოალიციური მთავრობა და როცა იქნება პარლამენტი, რომელიც რეალურად ხალხის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, მას მოუწევთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობა”,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განუცხადა. ბოკუჩავას თქმით,  სალომე ზურაბიშვილის ბუტაფორიული როლი აქვს სახელმწიფო გადაწყვეტილებების პროცესში.

„ძალიან მიჭირს იმ ადამიანის მიმართ ლაპარაკი, რომელსაც საპრეზიდენტო სკამი ბიძინა ივანიშვილმა უყიდა და რომელსაც იმდენად ბუტაფორიული როლი აქვს სახელმწიფო გადაწყვეტილებების პროცესში, რომ ოპოზიციამ ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ რაიმე საპროტესტო მოქმედებები დაგვეგეგმა მაშინ, როდესაც ის მივიდა პარლამენტში.

დარწმუნებული ვარ, როდესაც იქნება ახალი კოალიციური მთავრობა და როცა იქნება პარლამენტი, რომელიც რეალურად ხალხის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, მათ მოუწევთ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე მსჯელობა და ეს დასრულდება პრეზიდენტის იმპიჩმენტით და ისეთი პრეზიდენტის არჩევით, რომელიც რეალურად დაინახავს ხალხის პრობლემებსაც, სასამართლოში არსებულ პრობლემებსაც და დადებით როლს ითამაშებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნაცვლად იმ ბუტაფორიული ფიგურისა, რომელიც დღეს გვყავს ე.წ პრეზიდენტად”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისათვის – პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას არ ესწრებიან ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები. ისინი საარჩევნო სისტემაზე ვერშეთანხმების გამო კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...