მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერს ასლან ბჟანიას დაუსვეს დიაგნოზი - პოლისეგმენტური...

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერს ასლან ბჟანიას დაუსვეს დიაგნოზი – პოლისეგმენტური პნევმონია

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერს ასლან ბჟანიას პოლისეგმენტური პნევმონია აღენიშნება. აღნიშნული დიაგნოზი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატს კრასნოდარის საავადმყოფოში დაუსვეს, სადაც ის ინტენსიურ მკურნალობას გადის.

დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ბჟანიას დადებითი დინამიკა აღენიშნება.

ამასობაში კი სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. ისინი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის კანდიდატის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერიან ბგანბას გადადგომასთან ერთად, ეგრეთ წოდებული ძალოვანი მინისტრების, რაიონული ხელმძღვანელებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ.

გუშინ ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ ასლან ბჟანია მწვავე ინტოქსიკაციის გამო, კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. საპასუხო აქციებს მართავენ კიდევ ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ადგურ არძინბას მომხრეებიც.

შეგახსენებთ,რომ ორი დღის წინ ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით ჯერ სოჭის საავადმყოფოში, შემდეგ კი კრასნოდარში გადაიყვენეს. აფხაზეთში ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...