მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-მა „თალიბანის“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა - პირველად სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ

აშშ-მა „თალიბანის“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა – პირველად სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ

Published on

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით აშშ-მა პირველად სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ „თალიბანის“ პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა. საჰაერო შეტევები ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ჰელმანდის პროვინციაში მოხდა.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა სონი ლეგეტმა განაცხადა, ეს თავდაცვითი შეტევა იყო, რადგან მოძრაობა „თალიბანის“ წევრები ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების პუნქტებზე თავდასხმებს ახორციელებდნენ.

ამერიკელმა პოლკოვნიკმა განაცხადა, რომ აშშ-ს მშვიდობა სურს, თუმცა ამის მისაღწევად მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა თავდასხმები უნდა შეწყვიტონ და ვალდებულებები შეასრულონ.

29 თებერვალს დოჰაში აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტის საფუძველზე აშშ-მა 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან ჯარები ბოლომდე უნდა გამოიყვანოს. სანაცვლოდ, „თალიბანი“ პირობას დებს, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფებები აღარ იქნებიან.

სამშვიდობო პროცესის მეორე ფაზა ავღანეთის მთავრობასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის დიალოგის დაწყებას ითვალისწინებს.

ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლიდან იმყოფებიან.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...