მთავარისიახლეებისაზოგადოება2018-2019 წლებში ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ დახარჯა

2018-2019 წლებში ყველაზე მეტი საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ დახარჯა

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით,  სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის, ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციამ დახარჯა. შარშან 46 ათას 538 ლიტრი საწვავი დაიხარჯა, რომლის ღირებულებაც 101 ათას 881 ლარია.2018 წელს კი უფრო ნაკლები – 40 ათას 522 ლიტრი, რასაც 88 ათას 208 ლარი დახარჯეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო ადმინისტრაციას 11 ავტომანქანა ემსახურება.  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის მიხედვით, შარშან მათ დიაგნოსტიკასა და შეკეთებაზე გაწეულმა ხარჯმა 26 ათას 818 ლარი შეადგინა, 2018 წელს საამისოდ 55 ათას 787 ლარი დაიხარჯა. ხარჯების ჯამური ოდენობით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია პირველ ადგილზეა.

სიახლეები

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...