მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს საპატრიარქო: ილია მეორისა და სომხეთის პრემიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო: ილია მეორისა და სომხეთის პრემიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Published on

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა უსურვა და ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების იმედი გამოთქვა.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...