მთავარისიახლეებიკონფლიქტებირასაც არ უნდა ფიქრობდნენ ევროპელები, თურქეთი აღარ აპირებს მოუაროს მილიონობით სირიელ ლტოლვილს...

რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ევროპელები, თურქეთი აღარ აპირებს მოუაროს მილიონობით სირიელ ლტოლვილს კიდევ 9 წლის მანძილზე – რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

Published on

„ევროპელები ფიქრობენ, რომ თურქეთი კვლავ განაგრძობს ლტოლვილების შენახვას კიდევ 9 წელი. ეს აღარ მოხდება. როცა საქმე სირიელ ლტოლვილებს ეხება, თურქეთმა თავისი პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ევროკავშირმა 18 მარტს მიღებული დეკლარაციის პირობები არ შეასრულა და აგრძელებს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ევროკავშირმა სამართლიანად გადაინაწილოს ეს ტვირთი. მათი შეპირებული 1 მილიარდი ევრო აღარაფერში გვჭირდება“ – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის იდლიბის პროვინციაში ასადის ჯარებმა და მისმა მოკავშირეებმა 33 თურქი სამხედრო მოკლეს. ანკარა რამდენიმე თვის მანძილზე საუბრობდა, რომ იდლიბიდან დამატებით დევნილთა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდებოდა და საზღვრებს ევროპისკენ გახსნიდა. ამ დროისთვის თურქეთში 3.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...