მთავარისიახლეებიკონფლიქტებიასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - სოხუმში მისი მხარდამჭრები აქციას მართავენ

ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – სოხუმში მისი მხარდამჭრები აქციას მართავენ

Published on

დღეს დილით ე.წ. პრეზიდენტობის კანიდიდატი ასლან ბჟანია მედიკამენტოზური კომიდან გამოვიდა

„ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა იგრძნობა, გამოვიდა მედიკამენტოზური კომიდან. მისი გულისცემა და წნევა ნორმალიზებულია“, – აცხადებენ ექიმები.

დაუზუსტებელი ინფორმაციით კი ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა   და არის სრული საფუძველი ვარაუდსა, რომ ს კვლავ მოწამლეს.

სოხუმში ასლან ბჟანიას მხარდამჭრები აქციას მართავენ – დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბჟანიას მშობლიური სოფლის ტამიშის მცხოვრებლები არიან შეკრებილი. ისინი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას გადადგომას მოთხოვენ.

აქციის მონაწილეები ბგანბას კაბინეტში ავიდნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, ასლან ბჟანიას გარეშე 22 მარტს დაგეგმილი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ბჟანიას წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მათ ვალერი ბგანბასთან  ერთად „თავდაცვის მინისტრის“ მერაბ ქიშმარიას, ასევე „შინაგან საქმეთა მინისტრისა“ და რაიონის ადმინისტრციის ყველა ე.წ. ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს და „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს“ გადადგომისთვის ორსაათიანი ვადა მისცეს

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ერთ მხარეს ბჟანიას მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. მეორე მხარეს კი ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჭია   „დეპუტატებთან“ შეხვედრას მართავს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 მარტს გაუარესდა. კრასნოდარის კლინიკაში იგი 2 მარტს გადაიყვანეს სოჭიდან, სადაც ჰოსპიტალიზებული იყო მას შემდეგ, რაც თავი ცუდად იგრძნო.

2019 წელს ბჟანიამ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომლის მიზეზები დღემდე დაუდგენელია.

22 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები ტარდება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაფშბა.

ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო, ამომრჩევლებთან შეხვედრები შეწყვიტეს ასევე ადგურ არძინბამ და ლეონიდ ძიაფშბამ.

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...