მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერება 8 მარტიდან ფასიანი იქნება

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერება 8 მარტიდან ფასიანი იქნება

Published on

ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, 2020 წლის 8 მარტიდან ამოქმედდება სხვადასხვა ტარიფები: საქართველოს მოქალაქისათვის ერთჯერადი შესვლა 2 ლარი იქნება. ამავდროულად იქნება მრავალჯერადი სააბონენტო ტარიფები: 15 შესვლა – 20 ლარი, 30 შესვლა – 40 ლარი, 60 შესვლა – 70 ლარი, 90 შესვლა – 90 ლარი. განსხვავებული ტარიფია უცხოეთის მოქალაქეებისთვის. მათთვის ბაღში ერთჯერადი შესვლა 5 ლარი იქნება. ხოლო მრავალჯერადი სააბონენტო ტარიფები: 15 შესვლა – 40 ლარი, 10 შესვლა – 30 ლარი. გიდის მომსახურება 20 ლარია. ბაღში ასევე შესაძლებელია პიკნიკი, კემპინგის მოწყობა, სადღესასწაულო ღონისძიებების ვიდეოგადაღების ჩატარება,დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზების დაქირავება. ტარიფები არ ეხებათ 9 წლამდე ბავშვებს, მათთვის ბაღში შესვლა უფასო იქნება. განახლებული ბოტანიკური ბაღი 29 დეკემბერს გაიხსნა. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...