მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი 16 წლის გოგონა ემინემის ფანების რეკორდების ვიდეო კლიპში მოხვდა

ზუგდიდელი 16 წლის გოგონა ემინემის ფანების რეკორდების ვიდეო კლიპში მოხვდა

Published on

ზუგდიდელი 16 წლის ნინი ჩილაჩავა მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. ფლობს უცხო ენებს და მისი ყველაზე საყვარელი გატაცება რეპია.
“ყოველთვის მიყვარდა ქავერების ჩაწერა, ამერიკელ რეპერ ემინემსაც დიდი ხანია ვუსმენ, მისი პირველი რეკორდის ვიდეოც ჩავწერე “rap god”. როცა გავიგე, რომ ემინემმა საკუთარი რეკორდი მოხსნა ახალი სიმღერით “godzilla”,გადავწყვიტე მესწავლა ,თან მეგობრებიც მირჩევდნენ რომ ამეტვირთა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.ვიდეოს დადების შემდეგ კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ ემინემმა თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო ,სადაც გამოიწვია ფანები, რომლებსაც უნდა შეესრულებინათ ჩქარი ნაწილი და მიეთითებინათ hashtag-ით #godzillachallenge ამიტომ ჩემი ვიდეოს აღწერაში ჩავამატე hashtag. ამგვარად ჩემი ვიდეო ატვირთა ერთ-ერთმა კორეულმა საიტმა,რომელსაც ახლა 131 ათასი ნახვა აქვს ინსტაგრამზე. ახლა ჩემი ვიდეო ტრენდინზე ტოპ ათეულშია”,-ამბობს ნინი ჩილაჩავა.
ჯერ პროფესია არჩეული არ აქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურსა და საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებზე აქვს აქცენტი. არ გამორიცხავს, რომ ამ შემთხვევამ დიდი სცენისკენ უბიძგოს და გარეპოს. მთავარი გულშემატკივრები არიან დედა და მეგობრები

სიახლეები

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...