მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

Published on

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...