მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ნარკოტიკული...

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით იმპორტის და ექსპორტისთვის

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამკაცრდა სასჯელი ნარკოდანაშაულისთვის – დღეიდან ძალაში შევიდა კანონის ახალი რედაქცია, რომელიც სიკვდილით დასჯას თვალისწინებს. ცვლილებები გულისხმობს უვადო პატიმრობას, ან სიკვდილით დასჯას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების იმპორტის და ექსპორტისთვის.

აქამდე ნარკოტიკების შემოტანა, გატანასა და რეალიზაციაზე აფხაზეთში სასჯელის ზომად იყო 15-დან 20 წლამდე პატიმრობა იყო განსაზღვრული.

“კანონი, რომელიც დღეს ამოქმედდა მთავრობამ შარშან, აპრილში მიიღო მაგრამ მისი ამოქმედების დრო 1 იანვრით განისაზღვრა. ეს დრო მოითხოვა აუცილებლობამ მინისტრთა კაბინეტს ჯერ განესაზღვრა ნარკომომხმარებლები და დისტრიბუტორები, რათა ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ, არ მოეხადათ  უვადო სასჯელი. მთავრობამ ეს სამუშაო ვერ დაასრულა, კანონი კი პირველი მარტიდან შედის ძალაში”, – უთხრა რუსულ გამოცემა “ტასს” ე.წ. პარლამენტის წევრმა დმიტრი დბარმა.

ამ კანონის თანახმად, 0,5 გ მეტადონი, რომელიც ყველაზე გავრცელებული პრეპარატია დე ფაქტო რესპუბლიკაში, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, ხოლო ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს იყენებენ და არა ნარკოტიკული საშუალების გამავრცელებლები, შეიძლება უვადო პატიმრობის მუხლით გასამართლდნენ.


სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...