“ბოდვა და იაფფასიანი ვირეშმაკობა”- ხელისუფლებას ამ “ტრიუკს”არ ჩავატარებინებთ” -ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ

0
525

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ და ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შეთანხმება ვერ მოხდება, იგი არ შეწყვეტს პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს.

ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გამორიცხულია პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე.

,, შეიძლება, მხარდაჭერა იყოს კონკრეტული დეპუტატების მხრიდან უბრალოდ დარეგისტრირებულ კანონპროექტზე, ყოველგვარი შეთანხმებისა და მოლაპარაკების მაგიდის გარეშე, თუ ადეკვატური საარჩევნო სისტემა იქნება. არავინ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ოფიციალურად მეხუთე რაუნდის გამართვას თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან” – თქვა ვაშაძემ.

კითხვაზე, რა არის ადეკვატური საარჩევნო სისტემა, ახალი საქართველოს ლიდერი პასუხობს, რომ 15/135-ზე ან 20/130-ზე არის უკიდურესი ზღვარი, “რაშიც შეიძლება, ოპოზიციურ მხარეს იყოს გარკვეული მხარდაჭერა”.

,, სხვა შემთხვევაში საუბარი რამე საარჩევნო სისტემაზე, აზრს მოკლებულია. იმიტომ, რომ შეიძლება ისინიც დაიჭირონ, ვინც გარეთაა დარჩენილი. გამოვა, რომ რაღაცაზე შეთანხმებული იქნები და ყველა იქნება ციხეში. ამიტომ მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია. – განაცხადა გირჩის დამფუძნებელმა ზურა ჯაფარიძემ

ამ ფორმატში თუ იქნება რამე შეთანხმება, გირჩი გაიზიარებს ამ ფორმატის შინაარსს. არ მჯერა, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე რამე შეთანხმებაზე შეიძლება წავიდნენ, რადგან ყველა შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო.

მისი თქმით, თუ პროპორციული არ იქნება, უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომელიც იქნება მაქსიმალურად ახლოს პროპორციულთან. 110/40 საერთოდ არ არის ახლოს ამასთან.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება და ნორმალიზაცია ვერ მოხდება, თუკი არ დაკმაყოფილდება ორივე კომპონენტი – ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და, მეორე მხრივ, არსებითად პროპორციული სისტემა, მაგალითად, მანდატების 130/20-ზე განაწილების პრინციპი. 

ორივე კომპონენტი უნდა დაკმაყოფილდეს, რომ იყოს რაიმე შეთანხმება ევროპულ საქართველოსთან, ოღონდ იმ ილეთს, თუ “ტრიუკს”, რაც უყვართ ხოლმე, რომ აი, რასაც ითხოვდნენ, იმას ხმას არ მისცემენ და გაიქცევიან მერე პარტნიორებთან და ეტყვიან, ნახე, რა უცნაური ხალხიაო, [არ ჩავატარებინებთ]. ხმას მივცემთ, რაც კარგი იქნება ქვეყნისთვის, იმას. პროპორციული არჩევნები რომ შემოიტანოს, ხმა არ უნდა მივცეთ?” – ამბობს გიგა ბოკერია. 

რაც შეეხება ქართული ოცნების ახალ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, მმართველმა გუნდმა შეიმუშავა მოდელი, რომელშიც ჩადებულია ე.წ ჩამკეტი ელემენტი, რაც პარტიას, რომელიც მიიღებს 40%-ს ან 40%-ზე ნაკლებს არჩევნებში, უკრძალავს პრაქტიკულ და თეორიულ შანსს, რომ დამოუკიდებლად შეკრას უმრავლესობა, ბოკერია ამბობს, რომ ეს არის “ბოდვა, იაფფასიანი ვირეშმაკობა”.  თუმცა, ამასთან, დეპუტატის განმარტებით, თუკი ნორმალიზაციის გარეშე, მაგრამ მაინც შეიტანენ პარლამენტში, მაგალითად, 130/20-ის კანონპროექტს, რაც მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სწორედ ამის გამო დააპატიმრეს, მაგალითად, გიგი უგულავა, კანონპროექტს ხმას მისცემენ, რადგან ქართულ ოცნებას არ მისცემენ სალაპარაკოს იმისთვის, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპოზიცია დაასუსტონ და თავს “სასაცილო მდგომარეობაში” არ ჩაიგდებენ. 

დეპუტატის განმარტებით, ის არ მისცემს არცერთ იმ მოდელს ხმას, რომელიც არ ყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა. “არც 110/40-ზე, არც 120/30-ზე. რაც ვთქვით, მხოლოდ იმას მივცემთ ხმას,”- ამბობს ბოკერია. 

წინა სტატიაგიგა ბოკერია: თუ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება არ გამოსწორდა, 4 აპრილის აქციის გადადებას განვიხილავთ
შემდეგი სტატიაქუთაისში დააკავეს ორი პირი, რომელნიც იქ თბილისში პოლიციელის დაჭრის შემდეგ იმალებოდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური