კარგი ამბავი: მოზარდს, რომელსაც იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
561

მოზარდს, რომელსაც იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, მას დაუდგინდა „ა“ ტიპის ვირუსი, გრიპი. პაციენტი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.

,,ეს მოზარდი ჩვენთან მოხვდა და ჩვენი დაკვირვების ქვეშ იყო იმ მიზეზის გამო, რომ მისი დედა მოთავსდა ინფექციური პათოლოგიის ცენტრში. მოზარდი იყო იზოლირებულ პალატაში. გადაეცა შეტყობინება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, საიდანაც მოვიდა სპეციალისტი, აიღო მასალა. კორონავირუსის ტესტი აღმოჩდა უარყოფითი. რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა მეორე პასუხი, კონკრეტულად რა ვირუსი იყო. ბავშვს დაუფიქსირდა „ა“ ტიპის ვირუსი. ასე რომ, ეს პაციენტი ახლა წევს ჩვენთან და მკურნალობს როგორც გრიპის ვირუსით დაავადებული ბავშვი – განაცხადა ტვ პირველთან საუბარში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად ხდება, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ეს შეფასება ეყრდნობა დღემდე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს.კონკრეტული მოტივაცია, რატომ არის ასეთი მცირე რაოდენობით მაჩვენებელი ბავშვებში, არ არსებობს, თუმცა არის ირიბი და ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაცია თეორიის დონეზე, რომ შესაძლებელია, პედიატრიულ პაციენტებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას განაპირობებდეს იმუნიზაცია, ანუ ის აცრები, რაც ტარდება ბავშვთა ასაკში.

„იმუნიზაცია ბავშვს იცავს არამხოლოდ იმ ინფექციისაგან, რომლის საწინააღმდეგო აცრაც უკეთდება, არამედ სხვა და მათ შორის, კორონავირუსის საწინააღმდეგოდაც აღმოჩნდა ეფექტური. თუმცა ეს არის მხოლოდ თეორია. ძალიან მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც დაუდასტურა კორონავირუსი“

წინა სტატიააიათოლა ალი ჰამენეის მრჩეველთა საბჭოს წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ახალგაზრდა მეწარმეთა პირველი მეიქათონი გაიმართა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური