მთავარისიახლეებიჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს სექსუალური ძალადობის მუხლით

ჰარვი ვაინშტაინი დამნაშავედ ცნეს სექსუალური ძალადობის მუხლით

Published on

67 წლის ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობდა დიდი ხნის განმავლობაში, გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო ნიუ-იორკის სასამართლომ.

მას ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით 25 წლით პატიმრობა ემუქრება, რაზეც ნაფიცი მსაჯულები 11 მარტს გამოიტანენ გადაწყვეტილებას. როგორც ცნობილი გახდა, განაჩენის შემდგომ, ვაინშტაინი მკერდის ტკივილით კლინიკაში გადაიყვანეს

ვაინშტაინის წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის სასამართლოშიც მიმდინარეობს საქმე იგივე ბრალდებით.

ჰარვი ვაინშტაინის მინიმუმ 80-მა ქალმა უჩივლა სექსუალური შევიწროვების გამო, მათ შორის გვინეტ პელტროუმ, უმა თურმანმა და სელმა ჰაიეკმა.

ვაინშტაინი იყო წარმატებული პროდიუსერი, მათ შორის ოსკაროსანი ფილმების, როგორიცაა “მაკულატურა”, “კარგი იქნება ნადირობა”, ღვთის სიტყვა და “შეყვარებული შექსპირი”.

მის წინააღმდეგ ბრალდებები გააჟღერა მოძრაობა “#MeToo”-მ, რომელიც იბრძვის ქალების წინააღმდეგ სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-us-canada-51621041

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...