გიგა ბოკერია: თუ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება არ გამოსწორდა, 4 აპრილის აქციის გადადებას განვიხილავთ

0
529

ბუნებრივია, დემოკრატიული ოპოზიცია, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ვხედავთ, როგორი სერიოზული გამოწვევაა ეს ვირუსი. განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

მინდა, როგორც ერთმა მოქალაქემ, მოვუწოდო საზოგადოებას სიმშვიდისკენ – როგორი ხიფათიც არ უნდა იყოს, პანიკა არაფერს შველის. მაგრამ პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო მთავრობას – ამ ვითარებაში მაინც მთელი კონცენტრაცია ჰქონდეთ ამ საქმეზე და საქმე გააკეთონ.

ჩვენ დავაკვირდებით, ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა ან არ დასტაბილურდა ვითარება, ან, მითუმეტეს, თუ გაუარესდა, რა თქმა უნდა, განვიხილავთ გადადებას ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის.

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხი. ჯერჯერობით, საქმე მიდის ცუდად, რეალისტურია, რომ პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ განიხილოს გადადადება. შევხედავთ, თუ არ გამოსწორდა ვითარება, ყველა პასუხიმგებლიანმა პოლიტიკოსმა უნდა იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე – ამბობს გიგა ბოკერია

წინა სტატიაზუგდიდში ახალგაზრდა მეწარმეთა პირველი მეიქათონი გაიმართა [Video]
შემდეგი სტატია“ბოდვა და იაფფასიანი ვირეშმაკობა”- ხელისუფლებას ამ “ტრიუკს”არ ჩავატარებინებთ” -ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური