მთავარისიახლეებიპოლიტიკაასლან ბჟანია ისევ მოწამლეს? - ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი...

ასლან ბჟანია ისევ მოწამლეს? – ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ კლინიკაშია გადაყვანილი, საუბარი ამჯერადაც ,,კვებით ინტოქსიკაციაზეა“

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ასლან ბჟანია სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, – ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

„ბჟანია სოჭში შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფოდ მოათავსეს ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში. როგორც ჩანს საუბარია კვებით ინტოქსიკაციაზე“,- უთხრა „ინტერფაქსს“ ბჟანიას დაახლოებულმა პოლიტოლოგმა რენატ ქარჩაამ. მისი თქმით, „კანდიდატის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება“. იგივეს ამბობენ ექიმებიც.

28 თებერვალს ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრესკონფერენცია გამართა.

16 იანვარს, ასლან ბჟანიამ სააგენტო “ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში  განაცხადა, რომ „სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“.

აფხაზეთის ფე დაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება. მასში მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენელი, ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძაპშბა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...