მთავარისიახლეებისაზოგადოებაქუთაისის აეროპორტიდან ვირუსის ნიშნებით კლინიკაში კიდევ ერთი მგზავრი შეიყვანეს

ქუთაისის აეროპორტიდან ვირუსის ნიშნებით კლინიკაში კიდევ ერთი მგზავრი შეიყვანეს

Published on

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვირუსის სიმპტომით კლინიკაში კიდევ ერთი მგზავრი გადაიყვანეს.

მოქალაქე პარიზიდან ჩამოფრინდა და მას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.

ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ანალიზები ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

ამ დროისთვის ქუთაისში ბოქსირებულ პალატაში საზღვარგარეთიდან ჩამოსული 5 პაციენტია განთავსებული, აქედან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხს კი ელოდებიან.

პაციენტები კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...