მთავარისიახლეებისაზოგადოებამაუწყებელში სუს-ია - აჭარა TV-ის ჟურნალისტებმა პროტესტი პირდაპირ ეთერში დუმილით გამოხატეს

მაუწყებელში სუს-ია – აჭარა TV-ის ჟურნალისტებმა პროტესტი პირდაპირ ეთერში დუმილით გამოხატეს

Published on

“მაუწყებელში სუს-ია” – ამ სლოგანით აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში წუთიერი დუმილით გამოხატეს. 

“ადამიანებს დევნიან სხვადასხვა ფორმით. აშანტაჟებენ, ათავისუფლებენ სამსახურიდან და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩართულია მაუწყებლის დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი ქართული ოცნებიდან. ჩვენი პროტესტი გვინდა გამოვხატოთ ერთწუთიანი დუმილით” – თქვა გადაცემის “მთავარი” წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ. 

2019 წლის ბოლოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა. სწორედ ამ პერიოდიდან ტელევიზიის ჟურნალისტები ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. 

მრჩეველთა საბჭოს ახალი დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...