მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კისრის არეში შემავალი...

ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კისრის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნება

Published on

ფოთის რეფერალურ ჰოსპიტალში მცირე ხნის წინ შეიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კისრის არეში შემავალი ჭრილობა აღენიშნება. რა გახდა მამაკაცის დაშავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიჭი ფოთის პორტიდან შემოიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტს აღენიშნება შემავალი ჭრილობა კისრის არეში და ასევე გულმკერდის ტრავმა. მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა“, – თქვა საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტროში ამბობენ, რომ დეტალებს არკვევენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...