მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის ზრდასთან ერთად იზრდება კრიზისი საფინანსო ბაზრებზე

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის ზრდასთან ერთად იზრდება კრიზისი საფინანსო ბაზრებზე

Published on

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის ზრდასთან ერთად იზრდება კრიზისი საფინანსო ბაზრებზე.

ხუთშაბათს უოლ სტრიტმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადა. Dow Jones-ი 1200 პუნქტით, ანუ 4,4%-ით დაეცა, რაც ამ საფინანსო ინდექსის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნაა ერთი დღის განმავლობაში. S&P 500 დაეცა 4,4%-ით, Nasdaq-ი კი – 4.6%-ით.

მანამდე სერიოზული ვარდნა შეინიშნებოდა ევროპისა და აზიის საფინანსო ბაზრებზე.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საფინანსო ინდექსები 10%-ზე მეტით დაეცა მათ უკანასკნელ უმაღლეს მაჩვენებელთან შედარებით.

მსოფლიო მასშტაბით საფინანსო ბაზრებმა კრიზისის განმავლობაში ექვს დღეში 3,6 ტრილიონი დოლარის დანაკარგი განიცადა.

სპეციალისტები გამოთქვამენ შიშს, რომ კორონავირუსის გავრცელებით მიყენებულმა ზარალმა შეიძლება 2008 წლის საფინანსო კრიზისის მასშტაბები მიიღოს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...