მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ბოკერია საქმეში მიშას ჯინაზე ჩაერთო. რას ჰქვია მაჟორიტარებად ახალგაზრდებს არ დაასახელებენ?!...

,,ბოკერია საქმეში მიშას ჯინაზე ჩაერთო. რას ჰქვია მაჟორიტარებად ახალგაზრდებს არ დაასახელებენ?! – ” თაკო ჩარკვიანი

Published on

ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე-ეს განცხადება პარტია „კანონი და სამართალის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „აიპრესსთან“ საუბრისას აგააკეთა.

„ბოკერია ჩაერთო საქმეში მიშას ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდა იმიტომ კი არ შეიქმნა, რომ საქმის გაკეთება უნდოდა პროპორციულთან დაკავშირებით, არამედ მიშა სააკაშვილის ჯინაზე და გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ ჯინაზე გაკეთდა. ჯინაზე წარმართული საქმეები ყოველთვის საქართველოს წინააღმდეგ ბრუნდება ხოლმე.

ვინც გავაკეთეთ და საქმე მაღალ დონემდე მივიყვანეთ, ეს იყო „ძალა ერთობაშია“. ჩვენ შედეგი დავდეთ და ეს შედეგი იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამიტომ დაგვიჯერონ და კანდიდატებად დაასახელონ ახალგაზრდები. რას ჰქვია მაჟორიტარებად ახალგაზრდებს არ დაასახელებენ?! ვინ არიან ეგენი?! 30 წელია ესენი არიან პოლიტიკაში და კიდევ ნათაღლითარი პოლიტიკოსები უნდა საქართველოს?! ამას არ დავუშვებთ, ეს გამორიცხული თემაა. მიხარია, რომ იგივე აზრი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, სხვა პარტიებშიც, იგივე ალეკო ელისაშვილის მაგალითი მოიყვანეთ, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა მაჟორიტარების პროცესზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „აიპრესთან“ საუბრისას.

სიახლეები

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...

დაკავებულ ძალოვნებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

აქ დებილი არავინაა – ხაბეიშვილი პროკურატურას მიმართავს

ენმ-ის პატიმრობაში მყოფი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა მასზე, ზვიად მასაშვილსა და გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით...

გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს, გელა ხასიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ...