მთავარისიახლეებიპუტინი მის ორეულზე საუბრობს

პუტინი მის ორეულზე საუბრობს

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მას შესთავაზეს საკუთარი ორეულის გამოყენება 2000-იან წლებში, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, მაგრამ მან უარი განაცხადა მის გამოყენებაზე.

მრავალი წელია ისმის, რომ პუტინი იყენებს მის ორეულს, მაგრამ პუტინის თქმით, ყოველ ჯერზე, როდესაც მას ეს შესთავაზეს, უარი განაცხადა. აღნიშნულ თემაზე საუბარია BBC სტატიაში, ჟურნალისტ ანდრეი ვანდენკოს რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუზე დაყრდნობით. ვანდენკოს კითხვაზე “არის თუ არა ის ნამდვილი”, პუტინმა უპასუხა, რომ ის იყო ყოველთვის “ნამდვილი” და მისი ორეულის იდეა გაჩნდა “ტერორიზმთან ბრძოლის დროს”.

ვლადიმერ პუტინს 2024 წელს უმთავრდება პრეზიდენტობის ვადა და როგორც ამბობენ, ის აპირებს ქვეყნის მართვას კულისებიდან. სტალინის შემდგომ ის ყველაზე დიდი ხანია მართავს რუსეთს, როგორც ქვეყნის ლიდერი.

https://www.bbc.com/news/world-europe-51658065

ავტორი: ლევან თორია

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...