ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულმა ბაკურ სორდიამ დანაშაული აღიარა. ბრალდებულის განმარტებით, ის სრულად ეთანხმება პროკურატურის მტკიცებულებებს, რის გამოც სხდომებზე მოწმეებიც არ გამოიკითხება.ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთნ სხდომის პარალელურად დეკემბერში გარდაცვლილი ეკა მიქავას მშობლებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს არ სჯერათ შვილის თვითმკვლელობის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. ისiნი ამბობენ, რომ ქალი ჯერ ქმარმა მოკლა და მეზობლის, საკრებულოს წევრის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამოკიდა. თვითმკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. ქალის მეუღლე 29 დეკემბერს დააკავა. დაკავებულის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 11-1 151-ე მუხლის პირველი ნაწილის და 126-1-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით არის აღძრული.სასამართლო პროცესი 31 მარტს ჩაინიშნა, სადაც სავარაუდოდ საბოლოო განაჩენი გამოცხადდება
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ
პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...
სიახლეები
მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე
„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...
სიახლეები
გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე
„გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...
სიახლეები
ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი
„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“ ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...