ზუგდიდში მომავალ ლიდერთა სკოლამ პრეზენტაცია გამართა [Video]

0
666

ზუგდიდში მომავალ ლიდერთა სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა.ინიციატივა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP მიმდინარე პროექტის „ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას პოლიტიკური პროცესებისა და დემოკრატიზაციის შესახებ, მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის წახალისებას და ასევე, მათ პროფესიულ ზრდას. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში სკოლისთის სულ 30-მდე ახალგაზრდა შეირჩა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცნობიერება აიმაღლონ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, თავიანთი ხედვები გაუზიარონ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ლიდერებს ღია ტიპის დისკუსიებსა და დემოკრატიის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობით.

პირველ ეტაპზე, მომავალ ლიდერთა სკოლა 6 თვეს გაგრძელდება და 24 ტრენინგ მოდულის ფარგლებში ისეთ თემებს შეეხება, როგორებიცაა მაგალითად: საჯარო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობების გამოწვევები, პოლიტიკური და სოციალური კამპანია, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, აქტივიზმი და სხვა. 

წინა სტატიაNLI განაგრძობს ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის
შემდეგი სტატიაივანიშვილს ამჯერად გიგანტური ჭადრის ხეები ხობის რაიონიდან გააქვს (FOTO) [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური