მთავარიUncategorizedუგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა

უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა

Published on

„ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ, „ლეიბორისტული პარტიის“ოფისში ვიკრიბებით სრულიად პოლიტიკური სპექტრი, არ დაგვრჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან“, – თქვა ოპოზიციური პარტიების სახელით „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავას პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, ოპოზიცია გადადის სახალხო დაუმორჩლებლობის მომზადებაზე.

„ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო, სადაც არ იქნებიან მის მიერ დაქირავებული, ყალბდიპლომიანი იურისტები და მოსამართლეები. ვიწყებთ კონსულტაციებს და მზადებას დიდი სახალხო ქუჩის ტალღის აგორებაზე მთელ საქართველოში“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი სასამართლოს განაჩენი ამ სიტყვებით შეაფასა: „პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი ხაზები. მესამედ დააპატიმრა ოპოზიციის თვალსაჩინო ლიდერი ბატონი გიგი უგულავა. ის ახლა ემზადება რეჟიმის ციხეში წასასვლელად. ეს არის მთელ ქვეყანაზე, საზოგადოებაზე დემოკრატიულ თანამეგობრობაზე დაფურთხება, პირდაპირი გაგებით“.

უზენაესმა სასამართლომ “ევროპული საქართველოს” ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...