მთავარისიახლეებისაზოგადოებავისთვის აპირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენას?

ვისთვის აპირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენას? [Video]

Published on

ვისთვის  აპირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენას?- კითხვას უწყებაში პასუხობენ, მათთვის გაუგებარია, რატომ გახდა ეს საქილიკო თემა. „ყოველ წელს სხვადასხვა დასახელების საჩუქრებს ვყიდულობთ, წელს ეს გადავწყვიტეთ, ორგანიზაციების მიერ წარდგენილ ქალბატონებს გადაეცემათ. 4 ათას ლარამდე ჯდება“- აცხადებს მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის  I რანგის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი კობა ჯიქია.

მერიის ამ გადაწყვეტილებას სამოქალაქო აქტივისტები ეხმაურებან.„პროგრესის და განვითარების ეპოქაში როცა ქალები კოსმოსურ ექსპედიციებში მონაწილეობენ, როცა პოლიტიკას ქმინიან და კიდევ 1000 რამ, ხორცსაკეპი ? ამით დაგვცინით ? რა მესიჯს ატარებს ? რისი თქმა გინდათ ? ამაზე იფიქრეთ ? შარშან ბლენდერი ავიტანეთ და წინ წახვდით ხორცსაკეპით ?“- წერს სამოქალაქო აქტივისტი ციცინო შენგელია.

ხორცსაკეპებს მერია სარვამარტო ღონისძიებების ფარგლებში ტენდერით შეიძენს, რომლის ღირებულებაც 3 ათას 980 ლარია.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...