მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ბაღის სადრენაჟორო - სადერევაციო კომუნიკაციის შესაქმნელად თითქმის პროექტის ნახევარზე მეტი დაიხარჯა და...

“ბაღის სადრენაჟორო – სადერევაციო კომუნიკაციის შესაქმნელად თითქმის პროექტის ნახევარზე მეტი დაიხარჯა და დღეს იტბორება და ჭაობს დაემსგავსა“- ალექსანდრე ახვლედიანი [Video]

Published on

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დატბორვის ფატქზე დღეს ბრიფინგი გამართა საზოგადოებრივი პოლიტიკური მოძრაობა „ლელო“-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ახვლედიანმა. მისი თქმით, სამწუხაროდ დრომ გვიჩვენა, რომ ის მოლოდინები რაც ხელისუფლებას ჰქონდა ბოტანიკური ბაღის პროექტთან დაკავშირებით არ გამართლდა, “დღეს გვიწევს უკვე შეფასება იმის რაც გაკეთებულია, სახეზეა უპასუხისმგებლო, ძალიან მძიმე და ცუდი დამოკიდებულების მაგალითი და სიმახინჯე, რომელიც დღეს ბოტანიკურ ბაღს თან ახლავს. ასევე ძალიან მძიმეა საუბარი იმაზე, რომ პროექტი რომელიც დაახლოებით 12 მილიონი ლარი ღირს და მისი სადრენაჟორო – სადერევაციო კომუნიკაციის შესაქმნელად თითქმის პროექტის ნახევარზე მეტი დაიხარჯა დღეს იტბორება და ჭაობს დაემსგავსა“. ალექსანდრე ახვლედიანის განმარტებითვე, იგი ამ საქმეში კორუფციის ნიშნებს ხედავს და მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს აღნიშნული თემით დაინტერესდნენ.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...