მთავარისიახლეებისაზოგადოებადახარჯული 12 მილიონი და პომპეზურ გახსნამდე დატბორილი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

დახარჯული 12 მილიონი და პომპეზურ გახსნამდე დატბორილი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი [Video]

Published on

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში, რომლის რეაბილიტაციისთვის 12 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი წყლითაა დაფარული.პრობლემის შესახებ იციან მერიაში, სადაც ამბობენ, რომ მის მოგვარებაზე მუშაობენ. ოპოზიცია კი კორუფციულ გარიგებებსა და სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ თანხები გაიფლანგა. ბაღში ფაქტიურად გავლა შუძლებელია, ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამუშაოები ხარისხიანადაა შესრულებული და ეს მხოლოდ ხშირი წვიმებითაა გამოწვეული.ბაღი დღეს  ბოტანიკოსებმა,  მუნიციპალური განვითარების ფონდისა და  შპს “ჯავას” წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ისინი ამბობენ, რომ არანაირი წყალი ბაღში არ არის და სამუშაოები უხარვეზოდაა შესრულებული.ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი 2019 წლის დეკემბერში გაიხსნა, ბაღის რეკონსტრუქცია 2018 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა, მთლიანად ბაღის რეკონსტრუქციის სამუშაოები 12 მილიონ ლარამდე დაჯდა.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...