მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურის ხიდზე გადმოსულებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდემდე გაგრძელდება გრიპის ვირუსის გამო...

ენგურის ხიდზე გადმოსულებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდემდე გაგრძელდება გრიპის ვირუსის გამო დაწესებული პროფილაქტიკური პროცედურები [Video]

Published on

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ქართველები ჯერჯერობით ე.წ. საზღვარზე უპრობლემოდ გადმოდიან, თუმცა, შიშობენ, რომ კორონავირუსის საბაბით დე-ფაქტო ხელისუფლება შეზღუდვას დააწესებს, ისე, როგორც გასული წლის იანვარში, H1N1 ვირუსის თავიდან აცილების საბაბით ხიდი ერთი თვით ჩაიკეტა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის რეგიონში შესული მოქალაქეების შემოწმების მიზნით დე-ფაქტო მთავრობამ ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოძრავი ამბულატორია განათავსა. გალიდან გადმოსულები ამბობენ, რომ ამბულატორია მათი გადმოსვლის დროს დაკეტილი იყო.

დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან მედპერსონალი მოსახლეობას მხოლოდ ტერიტორიაზე შესვლის დროს, ნებაყოფლობით ამოწმებს. შეზღუდვები ტურისტებზე და ე.წ. მოქალაქეობის არმქონე პირებზე მდინარე ფსოუსა და ენგურის ხიდზე დაწესდა. ენგურის ხიდზე გადმოსულებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდემდე გაგრძელდება გრიპის ვირუსის გამო დაწესებული პროფილაქტიკური პროცედურები და საბოლოოდ, მიიღებს თუ არა დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...