მთავარისიახლეებისაზოგადოებამოქალქეები ზუგდიდის ცენტრში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან - შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში...

მოქალქეები ზუგდიდის ცენტრში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან – შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]

Published on

ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე  მცხოვრებლები 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპროტესტებენ. მათი აზრით, ირგვლივ ბევრი კორპუსია და კიდევ ახალი კორპუსის აშენება მწვანე საფარისთვის ადგილს არ ტოვებს, იზღუდება ან მცირდება ატმოსფეროში გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შთანმთქმელი მწვანე სივრცის გაშენება, არსებული საცხოვრებელი სახლებისთვის კი ხედს ცვლის და იერსახეს ამახინჯებს.

რა პირობით გაიცა ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი ბინის მშენებლობაზე ნებართვა, დაცულია თუ არა სამშენებლო რეგულაციები და ითვალისწინებს თუ არა პროექტი მწვანე საფარით მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას- სწორედ ამ თემებზე ისაუბრეს დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე, რომელსაც მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრას არ ესწრებოდა კომპანია „ზუგდიდი პალასის“ წარმომადგენლობა, რომელმაც მრავალსართულიანი ბინა უნდა ააშენოს. მანამდე კი, 2015 წელს, კომპანია „ვენჯორჯიამ“ უძრავი ქონება მუნიციპალიტეტისგან აუქციონის წესით, 363 ათას ლარად იყიდა, თუმცა ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამ ეტაპზე შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკითხს მშენებლი კომპანიის თანდასწრებით განიხილავდნენ

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...