მთავარისიახლეებისაზოგადოება„სუბოტექსი 50 თეთრი“, „პლანი უფასო“- "შეცვალემ" ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან წარწერები დატოვა

„სუბოტექსი 50 თეთრი“, „პლანი უფასო“- “შეცვალემ” ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან წარწერები დატოვა [Video]

Published on

ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან მოძრაობა “შეცვალეს” აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა გააკრეს პლაკატები: “შეცვალე” “ამ სისტემის დედაც”, “სუბოტესი” “ჰეროინი”. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წრწერებით ” პოლიცია ბარიგების დამცველი”, “გახარია თვალთხარია” “გახარიას მილიცია” “შეცვალე ზუგდიდიდან”. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პოლიციის მხრიდან ნარკოდანაშაულისა და ქურდული სამყაროს  ლობირებას და არჩევნებში მონაწილეობას, სწორედ ზუგდიდიდან უნდა შეიცვალოს სისტემა. აქციის მონაწილეებმა ასფალტზე დატოვეს ნაწერები „სუბოტექსი 50 თეთრი“, „პლანი უფასო“, გახარიას მილიცია“. ასევე პოლიციის შენობასთან მიიტანეს ფქვილი და ნემსები, რომელსაც „ჰეროინი“ ეწერა.მათი თქმით, ე.წ. ბარიგებსა და წამლით მოვაჭრეებს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მფარველობს და სისტემა უნდა დაინგრეს

შეგახსენებთ , რომ მძრაობა “შეცვალე” მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს აქციებს, მსგავსი აქცია მოძრაობამ გუშინ ზუგდიდსა და ხობში გამართა.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...