მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არასტაბილურობა სამთავრობო გუნდში ტყუილია! ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ“ - მთავრობაში არ ადასტურებენ...

,,არასტაბილურობა სამთავრობო გუნდში ტყუილია! ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ“ – მთავრობაში არ ადასტურებენ ინფორმაციას მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ

Published on

საქართველოს მთავრობის წევრები არ ადასტურებენ ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ.

მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს და გერმანიაში ელჩად ინიშნება, მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ უახლოეს ხანში ამ პოსტს დაიკავებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის მეთაურად კი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება.

„არასწორი ინფორმაცია გაქვთ“, – უთხრა დღეს, 28 იანვარს ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა: „ვფიქრობ, რომ ეს არის აგორებული შავი პიარი იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს, თითქოს, რაღაცა ხდება, არასტაბილურობა სამთავრობო გუნდში, რაც არის ტყუილი, მეგობრებო! ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ“.

ნათია თურნავას განცხადებითვე, მთავრობას ძალიან ბევრი საქმე აქვს და ჭორებისთვის არ სცალია.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...