მთავარიUncategorizedჯუმბერ იზორიას ძმისგან ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-ი საწვავს გამარტივებული წესით ყიდულობს - TI

ჯუმბერ იზორიას ძმისგან ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-ი საწვავს გამარტივებული წესით ყიდულობს – TI

Published on

ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი” საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან – ბადრი იზორიასგან (ინდივიდუალური მეწარმე) საწვავს გამარტივებული, პირდაპირი წესით ყიდულობს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო აქვეყნებს. მუნიციპალური ა(ა)იპ ბადრი იზორიასთან გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებას 2018 წლის ივლისიდან აფორმებს, სულ 17 ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომელთაგან 16 შემთხვევაში ა(ა)იპ-მ საწვავი შეისყიდა, ერთხელ კი საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება.  2018 წელს პირდაპირი წესით საწვავი სამჯერ იქნა შესყიდული, 2019 წელს 12-ჯერ, 2020 წელს კი ერთხელ. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 145 966 ლარი შეადგინა.

ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის პირდაპირი წესით შესყიდვის პროცესში პრობლემატურია რამდენიმე გარემოება:

  • ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, კერძოდ ტელეკოპმანია “რუსთავის 2”-მა ინფორმაცია 2018 წლის ოქტომბერში გაავრცელა , რომ იზორიას ოჯახიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოტანილი კონტრაბანდული საწვავი და სიგარეტი იყიდებოდა. სიუჟეტის გასვლიდან ერთ კვირაში დატოვა იზორიამ თანამდებობა,  თუმცა ორ თვეში კვლავ აღადგინეს უწინდელ პოზიციაზე.  2019 წლის დეკემბერში კი ჯუმბერ იზორია გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი , მან პარლამენტში ჩაანაცვლა ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე.
  • აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ს ელექტრონული ტენდერები საწვავის შესყიდვაზე არც ერთხელ არ გამოუცხადებია, ყოველ ჯერზე გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის მეთოდი აქვს გამოყენებული;
  • გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. როგორც წესი, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ყოველთვის იცის, თუ რა მოცულობის საწვავის შესყიდვა მოუწევს ყოველ შემდეგ წელს, მის შესასყიდად კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კონსოლიდირებული ან/და ელექტრონული ტენდერის მექანიზმებს იყენებენ.- წერია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ ბადრი იზორია ჯუმბერ იზორიას შვილის, გელა იზორიას ბიზნესპარტნიორია: იგი შპს “თაიგულის” 15% წილის მფლობელია და დირექტორი. ამავე კომპანიის 32%-ს ფლობს გელა იზორია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით აღნიშნული გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიკერძოებულ მიდგომასთან დაკავშირებით.

გაუგებარია, თუ რატომ აფორმებს ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი” საწვავის შესაძენად გამარტივებულ შესყიდვებს დაჩქარებულად. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, უნდა გამოცხადდეს კონკურენტული ტენდერი, რაც მომსახურეობის ფასს შეამცირებს და შესაძლო ფარული გარიგებების რისკს აღმოფხვრის.

შესაბამისად, მოვუწოდებთ როგორც “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს”, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის შესყიდვის პროცესის კანონიერების საკითხი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...