ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივამ“ ზუგდიდში რეგიონული შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის დამფუძნებელმა, კრისტინა ფაშოუმ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე იმ გამოწვევებსა და აუცილებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც სწორედ მომავალმა თაობამ უნდა იკისროს. მისი თქმით, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის შესაქმნელად ამ ახალგაზრდების გააქტიურებაა საჭირო. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე მოწვეული იყო ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი. მან ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ესაუბრა განათლების მნიშვნელობასა და იმაზე, თუ როგორ უნდა იყვნენ აქტიურად ჩართულები საზოგადოებრივ სამსახურში.”ახალი ლიდერების ინიციატივა” არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ახალგაზრდებთან სხვადასხვა საკითხებზე, ატარებს საჯარო ლექციებს და ასწავლის მათ, თუ როგორ უნდა შექმნან უკეთესი ქვეყანა.შეხვედრას სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, შეხვედრის დასასრულს სანდრა რულოვსმა მათ საჩუქრად ავტოგრაფით წიგნი „იდეალისტის ნაამბობი გადასცა, ასევე „დემოკრატიის ანბანი“ ნიკა რურუას რედაქტორობით და მისივე ავრტორობით რადიოგადაცემების კომპაქტდისკი ჯაზოკრატია.
„ახალი ლიდერების ინიციატივამ“ ზუგდიდში რეგიონული შეხვედრა გამართა [Video]
- Tags
- video
სიახლეები
კონფლიქტები
დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?
უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...
საზოგადოება
სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...
საზოგადოება
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...
საზოგადოება
გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...