მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლელომ" ზუგდიდში რეგიონული ოფისი გახსნა

“ლელომ” ზუგდიდში რეგიონული ოფისი გახსნა [Video]

Published on

„პირველი რეგიონული ოფისის გახსნას ზუგდიდში აქვს კონკრეტული მიზეზები“- ამ განცხადებით მიმართა შეკრებილებს პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის პირველი რეგიონული ოფისის გახსნაზე. მისი თქმით, ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობა ხელისუფლებამ სპეციალურად გააჩერა, რადგანაც პორტის ფუნქციონირება ჩრდილოელ მეზობელს ხელს უშლიდა. „ ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალია ეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავუშვათ და როგორც კი ეს მოხდება, მეორე დღესვე დაიწყება ამ პროექტის განვითარება“. მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელად, ალექსანდრე ახვლედიანი წარადგინა. ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, მოსახლეობის მხრიდან უზარმაზარ მხარდაჭერას გრძნობენ, „თქვენი მხრიდან მხარდაჭერა ეს არის მოტივაცია თითოეული ჩვენთაგანისთვის განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონისთვის და ეს არის ლელოს პირველი პოლიტიკური წერტილი ამ რეგიონში“.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სამეგრელოს რეგიონულ ორგანიზაციაში 200-მდე წევრია რეგისტრირებული.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...