პროტესტი გაგრძელდება, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ამათ დავამთავრებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მან რუსთაველის გამზირზე კარავი ვერ გაშალოს, თუმცა ეს შეზღუდვები მას ხელს ვერ შეუშლის. “ყველანაირ შესაძლებლობას მიზღუდავენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ დამაქციონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში პატიოსანი, შეგნებული, ზრდილობიანი ხალხი ცხოვრობს”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.