მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპი-პუტინის შეხვედრის საერთაშორისო ექო - რას ველოდით და რა გამოვიდა

ტრამპი-პუტინის შეხვედრის საერთაშორისო ექო – რას ველოდით და რა გამოვიდა

Published on

ამერიკელი კომენტატორების საწყისი რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ალასკაში – აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველმა შეხვედრამ შვიდი წლის განმავლობაში – მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი.

ერთი პასუხი აშკარა იყო, რომელიც Wall Street Journal-მა ასე ჩამოაყალიბა: „უკრაინა პუტინისგან ცეცხლის შეწყვეტას ვერ მიიღებს“. მეორე პასუხი იყო ის, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არ მოითხოვა უკრაინისგან ტერიტორიების დათმობა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ, როგორც კიევის მოკავშირეები შიშობდნენ. ამავდროულად, როგორც The New York Times-ის მიმომხილველი სერჟ შმემანი ხაზს უსვამს, მსგავსი სამიტები ნაკლებად ნათელი გზავნილებითაც დასრულებულა.

„ნათელია, რომ ვლადიმერ პუტინი ღრმად კმაყოფილია“, – წერს შმემანი, რადგან ფრაზა „ძალიან მძიმე შედეგები“, რომლითაც ტრამპი რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის შემთხვევაში დაემუქრა, პრეზიდენტ მისი ლექსიკიდან გაქრა. თუმცა, დონალდ ტრამპის სიტყვები მოლაპარაკებებში „დიდი პროგრესის მიღწევის“ შესახებ, რომლებიც არ არის დადასტურებული მათი შედეგების მონაცემებით, მიუთითებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა „ალბათ დაკარგა ინტერესი ამ ომის დასრულების მცდელობის მიმართ“. ამაზე შეიძლება ასევე მიუთითებდეს ის ფაქტი, რომ ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებებს მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდა.

შესაძლებელია, რომ ამ შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გაირკვეს, პრეზიდენტ ტრამპის ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო ზარების შემდეგ, რომელსაც, როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. რადიო „თავისუფლების“ რესპონდენტებს ამ სამიტის შედეგებზე სხვადასხვაგვარი აზრი აქვთ..

„ტელევიზიით გადაცემული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ეს მეგობრული შეხვედრა იყო“, – ამბობს დევიდ კრამერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე. „ორივე ლიდერმა ეს ნათლად განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ. პუტინი აშკარად კმაყოფილი იყო მიღებული დახვედრით, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა აეროპორტში დახვდა, მანქანით გადასვა და წითელი ხალიჩა გაშალა.

გულწრფელად რომ ვთქვა, შეშფოთებული ვარ ორ ლიდერს შორის ღიად დემონსტრირებული შეთანხმებით. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ და არსებობს მინიშნებები, რომ მათ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა განიხილეს. და ეს ზუსტად ისაა, რაც პუტინს სურს. მას ახლა ყველაზე მეტად ის უნდა, რომ უკრაინასთან ომი უკანა პლანზე გადავიდეს და პოტენციურმა ორმხრივმა შეთანხმებებმა ცენტრალური ადგილი დაიკავოს. ამ შეხვედრის შემდეგ კითხვა ისმის, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი, ისევ ამავე გზით იაროს”, – ამბობს კრამერი.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...