ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპროტესტებენ. 50-მდე ადგილობრივი მოსახლე ქუჩაში გამოვიდა ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. როგორც ისინი ამბობენ, მათთვის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი და ისინი ელოდებიან უახლოეს საკრებულოს სხდომას, რომ მიიღონ პასუხები საკრებულოსგან, თუ რატომ გაიცა ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი ბინების მშენებლობაზე ნებართვა. მშენებლობას კომპანია “ზუგდიდი პალასი” განახორციელებს. “ქალაქის შუაგულში მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა, თან ისე, რომ ირგვლივ სულ კორპუსებია- მიუღებელია, არ რჩება ადგილი მწვანე საფარისთვის და ფაქტიურად უნდა დავიხრჩოთ. ჩვენ ასე ვიცოდით, რომ აქ დაბალსართულიანი ობიექტი განთავსდებოდა, რატომღაც გადაუწყვეტიათ, რომ ეს კორპუსი უნდა აშენდეს და ამას ჩვენ არ დავუშვებთ..ახლა ხელმოწერებს ვაგროვებთ. როცა არჩევნები მოდის, მაშინ ახსენდებათ ხალხი და პრიორიტეტი ხალხია, ხოლო როცა უკვე მორჩება არჩევნები და მიაღწევენ სასურველ შედეგს, უკვე პრიორიტეტი კერძო ბიზნესი და მისი ინტერესებია”- განაცხადა ერთ-ერთმა. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტი შემოტანილი აქვს კომპანიას, თუმცა მერიას მშენებლობის შესახებ ნებართვა ჯერ არ გაუცია და მშენებლობაზე ნებართვა კანონის ფარგლებში გაიცემა- აცხადებენ უწყებაში.
ზუგდიდში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპროტესტებენ [Video]
- Tags
- video
სიახლეები
კონფლიქტები
დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?
უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...
საზოგადოება
სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...
საზოგადოება
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...
საზოგადოება
გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...