მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული, ამიტომ მე მოველი, რომ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან",...

,,თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული, ამიტომ მე მოველი, რომ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან”, – თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენი და/ან მისი აპარატის სხვა თანამშრომლები პროკურატურაში დაიბარონ

Published on

თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული, ამიტომ მე მოველი, რომ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან“, – იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ შესაძლოა სახალხო დამცველი და/ან ომბუდსმენის აპარატის სხვა თანამშრომლები პროკურატურაში დაიბარონ.

საქმე ეხება ომბუდსმენის ანგარიშს , რომელშიც აღნიშნულია, რომ ციხეებში ვითარებას ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ, ლეგიტიმაცია კი ადმინისტრაციისგან აქვთ. 

ანგარიში ლომჯარიამ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

იუსტიციის მინისტრისთვის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელია.

“რეალობა არის შემდეგი: როგორც კი ამგვარ ე.წ ზონებში რომელიმე პატიმარი დააპირებს გააკონტროლოს სხვა პატიმრის ქცევა, ან გაბედავს და იტყვის, რომ ფული უნდა შეგროვდეს, ასეთ დროს ჩვენი თანამშრომლების მიერ ხდება მოცემული პატიმრის რისკის გადაფასება და მათი დასჯა, ანუ დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა.

2019 წელს #17 დაწესებულებიდან, ე.წ ზონიდან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 11 პატიმარი, რომელმაც მოისურვა სხვების კონტროლი. ვინმე დავითი, გიორგი, ლაშა, დათო, აკაკი, ბაჩანა, ირაკლი, ჯაბა, რამაზ, პაატა. ესენი ხომ არ არიან ვირტუალური ადამიანები ან მოჩვენებები. ესენი არიან კონკრეტული სრულწლოვანი მამაკაცები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აკონტროლონ სხვები ან სხვებს მოსთხოვონ თანხის შეგროვება. ეს ადამიანები იქნენ დასჯილნი. თქვენ კი ანგარიშში ამბობს, რომ ადმინისტრაცია ამას არ ებრძვის და იმასაც ამბობთ, რომ შეიძლება ჩვენ ამ ხალხთან ვიყოთ შეკრულნი. მაშინ დაასახელეთ, ვინ არის კონკრეტულად ამ ხალხთან შეკრული და პროკურატურას მიმართეთ. მე არ უნდა მიწევდეს თქვენ ნაცვლად პროკურატურისთვის მიმართვა. თქვენი ანგარიშის მიღებისთანავე მე ის გადავაგზავნე პროკურატურაში და მოვითხოვე გამოძიების დაწყება. იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ დანაშაულზე, რომ ფლობთ დანაშაულს, რომელიც ამ დაწესებულებებში მომხდარია ან მიმდინარეობს და არ ამბობთ, ან არ გსურთ, ყოველ შემთხვევაში, თქვათ გვარები.

ომბუდსმენის საქმიანობის პრინციპი, აქ წერია, რომ არის ზიანის არმიყენება, მეთოდზე ისაუბრეთ ბევრი. თქვენი მთავარი მეთოდი, ქალბატონო ნინო, ვერ იქნება ომერტა. იმიტომ რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი და შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში თქვენ ან თქვენს თანამშრომლებს, ვინც ეს ანგარიში შეადგინა, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, დაასახელოთ ე.წ მაყურებელი პატიმარი, გვარი სახელი, ვინ ვის მოსთხოვა, იმიტომ რომ თქვენ გარჩევებსაც აღწერთ. თუ აღწერთ, ე.ი შეესწარით ან თუ არ შეესწარით, ე.ი ვიღაცამ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული, ამიტომ მე მოველი, რომ ითანამშრომლებთ გამოძიებასთან“, – თქვა თეა წულუკიანმა.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...