ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. როგორც ცნობილია, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრის გელა ქანთარიას სახლთან სროლა იმ დროს გაისმა, როცა ქანთარიამ პოლიციელები შენიშნა, ის გადმოვიდა მანქანიდან, ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს,მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს სამართალდამცავებმაც, თუმცა, გელა ქანთარიამ მიმალვა მოახერხა. დაპირისპირების ადგილიდან გაქცეულ გელა ქანთარიას პოლიცია ამ დრომდე ეძებს. კრიმინალური ავტორიტეტი რუსეთში ცხოვრობს და საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. ის სავარაუდოდ შემჩნეულია იარაღით, რის გამოც მასზე თვალთვალი ხორციელდებოდა. გელა ქანთარიას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჩატარდა ჩხრეკა, თუმცა პოლიციელებს არაფერი წაუღიათ. თუმცა, ასევე ვცრელდება ინფორმაცია, რომ ეზოდან ამოღებულია ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ქანთარიამ პოლიციელებს ესროლა. შსს ამ დრომდე არ აკონკრეტებს, ქონდა თუ არა მას იარაღი და უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა ამ ფაქტს. შემთხვევა გუშინ მოხდა
ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორმხრივი სროლა იყო [Video]
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...
სიახლეები
ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...
სიახლეები
ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...
სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად.
მათივე...