მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა, ფიცი დადო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა, ფიცი დადო

Published on

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა, ფიცი დადო. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.  

“ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას”,-წერს საელჩო.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი 20 დეკემბერს დანიშნა.

სენატმა კელი დეგნანს 29 ოქტომბერს მოუსმინა. მან თავის სიტყვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება – საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, რუსული აგრესიის პირისპირ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, აშშ-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, საზიანო რუსულ და მზარდ ჩინურ გავლენასთან გამკლავება

კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ამ დრომდე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელის პოლიტიკური მრჩეველი და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს, რომლის განმავლობაშიც ის მუშაობდა, როგორც ნატო-ში აშშ-ის წარმომადგენლობაში, ისე თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ამასთან, დეგნანი ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელიც იყო. 

დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი სახელმწიფო მდივნის თანაშემწედაც მუშაობდა პოლიტიკურ საკითხებში.

საქართველოში აშშ-ის ელჩს, იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტის ბოლოს ამოეწურა. სწორედ ამ პერიოდიდან არ ჰყავს აშშ-ის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეტ რუდი ასრულებდა. 

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...