მთავარისიახლეებიმსოფლიომიხაილ მიშუსტინი ვლადიმირ პუტინის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე წაყენებული კანდიდატია

მიხაილ მიშუსტინი ვლადიმირ პუტინის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე წაყენებული კანდიდატია

Published on

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთის მმართველმა პარტიამ “ერთიანი რუსეთი” ერთხმად დაუჭირა მხარი ვლადიმირ პუტინის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე წამოყენებულ კანდიდატს მიხაილ მიშუსტინს

რუსეთის დუმას ქვედა პალატა მიშუსტინის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის, მას შემდეგ, რაც ის პარლამენტს მიმართავს. “ერთიან რუსეთს” პარლამენტში უმრავლესობა აქვს და მოსალოდნელია, რომ მის კანდიდატურას პარლამენტი დაამტკიცებს.

53 წლის მიშუსტინი ფედერალურ საგადასახადო სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის კომპანია UFG group-ის პრეზიდენტი იყო – ეს ერთერთი მსხვილი კომპანიაა რუსეთში  აქტივების მართვისა და პირდაპირი ინვესტიციების სფეროში.

საგადასახადო სამსახურში მუშაობა მიშუსტინმა 1998 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით კადასტრის ფედერალურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ასევე ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ზონების მართვის ფედერალურ სააგენტოს.

მიშუსტინი რუსეთის ჰოკეის ფედერაციის, ასევე ჰოკეის კლუბ ЦСКА-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

,, ვედომოსტის” ინფორმაციით, მიხაილ მიშუსტინი პოპულარული რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორია, თუმცა, გრიგორი ლეპსის წარმომადგენელი vedomosti-ისთან არ ადასტურებს, რომ სწორედ ის მიშუსტინია მუსიკის ავტორი და ამბობს, რომ უბრალოდ მისი მოგვარეა. 

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს.

პუტინს სურს, რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა.

პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუცო ცვლილება მოეთხოვა.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...