მთავარისიახლეებისაზოგადოება7 წლამდე ასაკის ბავშვებს ტყვიის შემცველობაზე უფასოდ გამოიკვლევენ

7 წლამდე ასაკის ბავშვებს ტყვიის შემცველობაზე უფასოდ გამოიკვლევენ

Published on

ტყვიის შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები ექნება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს სიმპტომებია მაგალითად, ჰიპერაქტიულობა, ყურადღების დეფიციტი, ქცევითი აშლილობა.

ქვეყანაში უკვე არის ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. ამასთან, უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც.

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია აცხადებს, რომ ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

„გასულ წელს დავიწყეთ „მიქსის“ კვლევის მიხედვით გამოვლენილი ბავშვების სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგის კომპონენტი. პროგრამის ფარგლებში მოვიცავით მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც გამოვლინდნენ ამ კვლევის ფარგლებში. 2020 წლისთვის ეს კომპონენტი ფართოვდება და უკვე შვიდ წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიმართვის საფუძველზე ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაიტაროს ტყვიაზე კვლევა. ასევე, ტყვიის მაღალი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებიც იქნებიან გამოკვლეულნი ტყვიაზე. ეს კომპონენტი შევიდა ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან“, – აცხადებს ეკა ადამია. მისივე თქმით, ოჯახის ექიმები და პედიატრები გადამზადდნენ და მზად არიან პროცესის დასაწყებად.

სიახლეები

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა

ფოთში კაცმა ცოლი მოკლა   შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...