მთავარიUncategorizedბენიამინ ნეთანიაჰუ გენერლ ქასემ სოლეიმანის სიკვდილს გამოეხმაურა - ,,ისრაელი აშშ-ის გვედით...

ბენიამინ ნეთანიაჰუ გენერლ ქასემ სოლეიმანის სიკვდილს გამოეხმაურა – ,,ისრაელი აშშ-ის გვედით დგას”

Published on

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის, აშშ-ის ტერორისტთა სიაში შესული ქასემ სოლეიმანის სიკვდილს გამოეხმაურა და თქვა, რომ ისრაელი აშშ-ის გვედით დგას:

“ისევე როგორც ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ამერიკის შეერთებულ შტატებს ზუსტად იგივე უფლება აქვს”.

მისივე თქმითმ ქასემ სულეიმანი ამერიკელი მოქალაქეებისა და სხვა მრავალი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი და ის კიდევ მრავალ ასეთ თავდასხმას გეგმავდა. 

ნეთანაიჰუმ პრეზიდენტი ტრამპი სწრაფი, ძლიერი და გაბედული მოქმედებისთვის შეაქო.

“ისრაელი შეერთებული შტატების გვერდით დგას ამ ბრძოლაში, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის”, – აღნიშნა ისრაელის პრემიერმინისტრმა.

სოლეიმანის სიკვდილის შემდეგ ნეთანიაჰუმ საბერძნეთში ვიზიტი შეწყვიტა.

სოლეიმანის განადგურების შემდეგ ისრაელმა ჰერმონის სამთო კურორტი, რომელიც სირიას ესაზღვრება, შესაძლო თავდასხმის გამო სტუმრებისთვის დროებით დაიხურა.

დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოლეიმანი დიდი ხნის წინ უნდა გაენადგურებინათ.

ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამინეომ თქვა, რომ მათ, ვინც სოლეიმანის სისხლში გაისვარეს ხელები საშინელი შურისძიება ელოდებოდათ.

შეგახსენებთ, რომ სოლეიმანი ირანის რეჟიმის ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორსპუსის ყველაზე ელიტალურ ქვედანაყოფ “ქუდს” მეთაურობდა. 

ბაღდადის აეროპორტში სოლეიმანის ავტოკოლონა აშშ-ის უპილოტო დრონით მოკლეს.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი ირანიდან ორგანიზებული თავდასხმების შეჩერება იყო. რამდენიმე დღის წინ ერაყში დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოს შტურმით აღება ცადეს. თავდასხმის ორგანიზატორად სწორედ ქასემ სოლეიმანი მიიჩნეოდა. 

ამერიკელი სამხედროების ცნობით, ქასემ სოლეიმანი ასეულობით ამერიკელი სამხედროს მკვლელობაზე და დაჭრაზეა პასუხისმგებელი. ისლამური რევოლუციის მცვლეთა კორპუსში დაადასტურეს შიიტური გასამხაედროებული დაჯგუფების “ქათაიბ ჰეზბოლას” ლიდერის, აბუ მაჰდი მუჰანდიზის სიკვდილიც.

“ქათაიბ ჰეზბოლა” 2007 წელს ირანის დახმარებით შეიქმნა. აშშ-ის ცნობით ორგანიზაციის მთავარი სპონსორი სწორედ, ირანი იყო, ასევე, ირანიდან იღებდა შეიარაღებასაც. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ახლო აღმოსავლეთში ანტი-ამერიკული ტერორისტული ორგანიზაციების მთავარი პარტნიორია.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...