მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში მომხდარ სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს ორი განსხვავებული ვერსია აქვს

სამეგრელოში მომხდარ სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს ორი განსხვავებული ვერსია აქვს [Video]

Published on

შამგონაში 35 წლის ქალის სიკვდილს ახლობლები ოჯახურ ძალადობას უკავშირებენ და ბრალდებებს დაღუპულის ქმარს უყენებენ. შემთხვევა სოფელ შამგონაში მოხდა.  ოჯახი ირწმუნება, რომ გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აქვს.

35 წლის ეკა მიქავამ, მეზობლის, სოფელ შამგონის მაჟორიტარი დეპუტატის სახლის დამხმარე ნაგეგობაში მოიკლა თავი.  გარდაცვლილი ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ზაზა ხუბუამ ნახა. დეპუტატი მომხდარზე საუბარს თავს არიდებს. საუბარი უჭირს ზაზა ხუბუას დედასაც.

სამეგრელოში მომხდარ სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს ორი განსხვავებული ვერსია აქვს. გარდაცვლილი ეკა მიქავას მამის თქმით, მის შვილზე ქმარმა ფიზიკურად იძალადა, რამაც ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ თვითმკვლელობა გადააწყვეტინა.
განსხვავებული ვერსია აქვს გარდაცვლილის ძმას. ნუკრი მიქავა ვარაუდობს, რომ მის დას მეუღლემ ჯერ სცემა, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო. 

გარდაცვლილი 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, ის საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო.

ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, პოლიციამ გარდაცვლილის მეუღლე, ბაკურ სორდია დააკავა. დაკავებულის ნათესავებს, მომხდარზე საუბარი არ სურთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შამგონაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება, ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

სიახლეები

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...