მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობოები 35 წლის ქალის მკვლელობამდე მიყვანის საქმეში ყველა შემხები პირის პასუხისმგებლობის საკითხის...

არასამთავრობოები 35 წლის ქალის მკვლელობამდე მიყვანის საქმეში ყველა შემხები პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ [Video]

Published on

შამგონაში მომხდარ შემთხვევას არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიები ეხმაურებიან. სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ აუცილებლად უნდა დაიკითხოს ყველა ის ადამიანი, ვისაც  მომხდართან შეხება აქვს და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა დამნაშავემ.

სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის თავმჯდომარე, ქალთა უფლებების დამცველი  ციცინო შენგელია ამბობს, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ჩატარება, რადგან, მისი თქმით, სწორედ ინფორმაციის არქონის თუ გულგრილობის შედეგია  ის, რაც შამგონაში მოხდა.

ეკა მიქავას თვითმკვლელობამდე მიყვანაში გარდაცვლილის ოჯახი ქმარს ადანაშაულებს და ამბობენ, რომ ის მეუღლეს სცემდა და ცხედარს დაზიანებებიც აღენიშნება. დაღუპულს, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 35 წლის ეკა მიქავამ, მეზობლის, სოფელ შამგონის მაჟორიტარი დეპუტატის სახლის დამხმარე ნაგეგობაში მოიკლა თავი.  გარდაცვლილი ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ზაზა ხუბუამ ნახა.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...