დღეს ენგურის ხიდზე უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. ახალი წლისთვის საჭირო პროდუქტებს, აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა ძირითადად ენგურს გამოღმა ყიდულობს. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში განმარტავენ, გაცილებით უფრო იაფი ღირს პროდუქტები ზუგდიდის ბაზარში და შესაბამისად ხიდის გადაკვეთა სწორედ ამიტომ უწევთ. თუმცა ბევრია ისეთი, რომლებიც დევნილობის გამო სხვადასხვა რაიონის კომპაქტურ ცენტრებში ამ დრომდე ცხოვრობენ და ახალი წლისთვის ცდილობენ ოჯახის წევრები ტრადიციულად ახალი წელს აფხაზეთში შეხვდნენ. ჩვენ რამდენიმე მათგანს ენგურის ხიდზე გავესაუბრეთ, თითქმის ერთკილომეტრიანი ხიდი დღეს განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. ორ ათეულ წელზე მეტია, ენგურის ხიდი დროებით გამყოფ ხაზად იქცა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველების საახალწლო სურვილი გამთლიანებულ საქართველოსა და მშვიდობასთან ასოცირდება.
ახალი წლის მოლოდინში ენგურის ხიდზე [Video]
- Tags
- video
სიახლეები
სიახლეები
საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...
სიახლეები
4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია
ძალიან კარგია სიცხადე!
4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!
სუსტები არიან თუ მოღალატეები...
სიახლეები
კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...
სიახლეები
გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა
უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...