მთავარიUncategorizedთვითმარქვია ბიბილოვი და სეპარატისტული ადმინისტრაცია ვერ უნდა გასცდნენ ჯავის რაიონსა...

თვითმარქვია ბიბილოვი და სეპარატისტული ადმინისტრაცია ვერ უნდა გასცდნენ ჯავის რაიონსა და იმ გვირაბს, საიდანაც შემოძვრნენ – შალვა ნაელაშვილი გაეროს მიმართავს

Published on

ოკუპირებული ახალგორი უკვე 114 დღეა ჩაკეტილი და მოსახლეობას ე.წ რეაზდახანის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უშვებენ.  ბოლო 4 თვის განმავლობაში ჩაკეტილი პოსტი 4-ჯერ გაიხსნა და ყველა ეს შემთხვევა მიცვალებულების გადასვენებას უკავშირდებოდა. საოკუპაციო რეჟიმს ფაქტობრივ ტყვეობაში ჰყავს  საქართველოს დაახლოებით 1500-მდე მოქალაქე. რეგიონში მედიკამენტებისა და პროდუქტის მწვავე უკმარისობაა და მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.  

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი ბიბილოვი ამ ვითარებაში საქართველოს ულტიმატუმს , რომ უყენებს და აცხადებს, რომ ახალგორი იმ დრომდე იქნება ჩაკეტილი, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული პოლიცია პოსტს არ აიღებს.

შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული ახალგორის რაიონში შექმნილ ვითარებაზე გაეროს უშიშროების საბჭოსგან რეაგირებას და სეპარატისტული ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს.

“მივმართავ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრებს, სასწრაფოდ, რიგგარეშე სხდომაზე განიხილეთ შექმნილი კატასტროფულ-ტრაგიკული ვითარება. დააწესეთ სასწრაფო სანქციები სეპარატისტ თვითმარქვია ბიბილოვის ადმინისტრაციასა და პირადად მის მიმართ, რათა ისინი ვერ გასცდნენ ჯავის რაიონსა და იმ გვირაბს, საიდანაც შემოძვრნენ. სხვა შემთხვევაში მოსახლეობას ემუქრება ფიზიკური მოსპობა,” – აცხადებს “ლეიბორისტების” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

სიახლეები

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...